ვახტანგ გომელაური - ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, პირი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება.

„გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა საკითხის კომენტირებისას.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

იხილეთ ვიდეო: ვახტანგ გომელაურის თქმით ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, პირი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს