დავით ბაქრაძე - ხალხისთვის ცხოვრების შეცვლის გზა და გასაღები არის სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები

ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე და „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარელში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემები მოისმინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა საუბარში აქცენტს, ფასების ზრდაზე, მომატებულ კრიმინალზე და უმუშევრობაზე აკეთებს და არჩევნებში ცვლილებებს ელოდება.

დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით "ევროპულ საქართველოს" ექნება ძლიერი მხარდაჭერა ოპოზიციასთან ერთად არჩევნებში დამარცხდება "ქართული ოცნება" ქვეყანაში შეიქმნება პროდასავლური მთავრობა რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ.

„ძალიან დიდი ინტერესია მოსახლეობის მხრიდან მომავალი არჩევნების მიმართ, ევროპული საქართველოს პროგრამის მიმართ და ეს აიხსნება მარტივად ადამიანებს აღარ სურთ იმ პობლემებში ცხოვრება რომელშიც ქვეყანა და ხალხი შეიყვანა "ქართულმა ოცნებამ’’, ადამიანებს აღარ სურთ მუდმივად ფიქრი უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, შემოსავლის არ არსებობაზე, ფასების გაძვირებაზე, უიმედობაზე და კრიმინალზე, ამიტომ არსებობს ეს ინტერესი და ხალხი ხედავს, რომ მათი ცხოვრების შეცვლის გზა და გასაღები არის სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მე დარწმუნებული ვარ რომ ევროპულ საქართველოს ექნება ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, დავამარცხებთ ქართულ ოცნებას და ქვეყანაში შევქმნით პროდასავლურ მთავრობას რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ და რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ჩვენი მოსახლეობის პრობლემას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა