სოზარ სუბარის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 500-მდე ნიმუშია აღებული

პრემიერ - მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 500-მდე ნიმუშია აღებული.

სუბარის თქმით, დღის ბოლომდე სოფელ ლენჯერში ადგილობრივებისთვის ნიმუშების აღება სრულად დასრულდება.

„ყველაზე მთავარი და ცხელი წერტილი ამ წუთში არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნება აღებული, სხვა ადგილებში 100 ნიმუში. დაახლოებით დღის პირველ ნახევარში ველოდებით აღებული ნიმუშების პასუხებს. დღეს, დაგეგმილია გაზრდა ამ რაოდენობების და შეირჩა 3 მთავარი ლოკაცია, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებებია, ეს არის ლენჯერი, დაბა მესტია, სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს, რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო, საიდანაც დაიწყო გავრცელება ვირუსის და ვფიქრობთ, დღის განმავლობაში ჩვენ ამას მოვახერხებთ.“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო