„ეიპიემ ტერმინალს ფოთში" ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტ STEM” დაიწყო

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი სირთულეებით გამოწვეული მცირედი დაყოვნების მიუხედავად, „ეიპიემ ტერმინალს ფოთში" ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტ STEM” დაიწყო.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, აღნიშნული პროფესიული განვითარების პროგრამა ახალგაზრდებში პრაქტიკული სამუშაო უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებისკენაა მიმართული და მათ ეხმარება სწორი და გააზრებული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში. „ინპორტი” პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ყოველწლიური სახე მიეცა; ბოლო ორი წელია კი მთავარი ყურადღება პროფესიულ, ტექნიკურ მიმართულებებზეა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ორი „ინპორტი" ტარდება STEM მიმართულებებისთვის, რომელიც წელსაც მიმართულია ელექტროინჟინერიის, მექანიკური ინჟინერიის და HSSE (ჯანდაცვა, შრომის და ზოგადი უსაფრთხოება, გარემოს დაცვა) განხრის მქონე ახალგაზრდების მოძიებისკენ და შრომის ბაზარზე მათი დასაქმებისუნარიანობის გაზრდისკენ. ვფიქრობთ, რომ „ინპორტი" კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ახლახან დაასრულეს საგანმანათლებლო ცხოვრება. ის ფაქტი, რომ პროგრამა უკვე მეოთხე წელია წარმატებულად ხორციელდება ჩვენს კომპანიაში და აქედან ბოლო ორი წელი დავუთმეთ STEM მიმართულებას, მიუთითებს ტექნიკური და პროფესიული მიმართულებების პრიორიტეტულობაზე და ამასთან, ერთგვარი სტიმულია ფოთელი ახალგაზრდებისთვის, ან მათთვის, ვინც აპირებს ცხოვრების გარკვეული ნაწილი დაუკავშიროს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალზე მნიშვნელოვან ქალაქ ფოთს", - განაცხადა ნავსადგურის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ლელა კვანტალიანმა.

როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ აღნიშნავენ, „ინპორტ STEM-ში" 10 მონაწილე ჩაერთო. გასული წლის მსგავსად, წელსაც წარმოდგენილი არიან გოგონები ე.წ. „ქალთათვის არატრადიციულ სამუშაოებზე“, კერძოდ, მექანიკოსი - საპორტო ტექნიკის მექანიკის და ორი მონაწილე - HSSE მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია დიდი მონდომებით და ძალისხმევით ცდილობს წაახალისოს გოგონები, დასაქმდნენ მსგავს პოზიციებზე იმდენად, რამდენადაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი მიზანდასახული გოგონა აღმოვაჩინოთ კარიერის შექმნისა და განვითარების გზაზე, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს საზოგადოებაში გენდერული კომპონენტის დიდ ზეგავლენას განიცდის.

ანაზღაურებადი განვითარების პროგრამა მოკლე თეორიული მოდულით იწყება, რომელშიც მონაწილეები A.P.Moller-Maersk ჯგუფის ღირებულებებზე, სამუშაო მიდგომებზე, მიმართულებებსა და ზოგადად, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კორპორატიულ კულტურაზე ინფორმაციას მიიღებენ, რის შემდგომაც ისინი თავიანთი პროფესიებისა და ინტერესების შესაბამის სამსახურებში დაიწყებენ მუშაობას და უშუალოდ სამუშაო ადგილზე მიიღებენ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა