„თავისუფალი საქართველო“ - პარტიამ ზუგდიდში მეწარმის გამოსახლება შეაჩერა

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში მეწარმის გამოსახლება შეაჩერა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა „საქართველოს ბანკის“ დავა ადგილობრივი მეწარმის, ვაჟა კორკელიას წინააღმდეგ.

„ბანკმა კერძო აუქციონის გზით, მიზერულ ფასში ხელში ჩაიგდო კორკელიას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია და პროცესზე ბანკის წარმომადგენლები ცდილობდნენ ქონების დასაკუთრება მოეხდინათ დაუყოვნებლივი აღსრულების გზით.

მეწარმის ინტერესებს სასამართლო პროცესზე „თავისუფალი საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, თენგიზ ომანიძე წარმოადგენდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბანკის მოთხოვნა იძულებით აღსრულებაზე, რაც კორკელიას დამატებით ვადას მისცემს ვალდებულების შესასრულებლად და ქონების დასაბრუნებლად“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამწუხაროდ, საქართველოში საბანკო სექტორის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, მოსახლეობის და მცირე ბიზნესის ძარცვა, მათი ქონების დასაკუთრება და ეს არის ყველა ბანკის შემოსავლის ერთადერთი წყარო, ნაცვლად იმის, რომ საბანკო სექტორი აფინანსებდეს ბიზნესს და ხელს უწყობდეს მეწარმეობის განვითარებას, ის გადაქცეულია მძარცველურ ორგანიზაციად, ხოლო სახელმწიფო ყოველივე ამას უწყობს ხელს.

„თავისუფალ საქართველოს“ მიაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით და იმედს გამოვთქვამთ, რომ 2020 წლის პარლამენტში ამ საკითხზე გაიმართება არსებითი მსჯელობა“, - განაცხადა პროცესის შემდეგ თენგიზ ომანიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია