„ღია საზოგადოების ფონდმა“ “კოვიდ-19“-ის გავლენის შემსუბუქებისთვის საქართველოში 900 ათას აშშ დოლარამდე დახარჯა

2020 წლის მარტიდან ივლისამდე „კოვიდ-19“-ის ინფექციის გავრცელების პრევენციისა და ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, „ღია საზოგადოების ფონდმა“ საქართველოში დამატებით 900 ათას აშშ დოლარამდე ოდენობის დაფინანსება გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „კოვიდ-19“-ის შედეგებთან გამკლავებისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის მოქალაქეთა შრომის უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებები, ჯანდაცვის ინსტიტუციების და სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სერვისები მოქალაქეებისთვის, მოსწავლეების ხელშეწყობა ონლაინ სწავლების პროცესში.

„გადამზადდა 822 ექიმი 60 საავადმყოფოდან და შემუშავდა გზამკვლევები, შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები შრომის უფლებადარღვეული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი და საკრედიტო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის, შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და დისტანციური კონსულტაციის სერვისი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარება მიიღო ათასობით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ.

ამ პერიოდში „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გამოყოფილი დაფინანსება ფონდის სტრატეგიით გათვალისწინებულ ბიუჯეტზე დამატებას წარმოადგენს და საგანგებოდ კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის არის გამიზნული. ფონდის სტრატეგიისა და მიდგომის გათვალისწინებით მთავარი აქცენტი ყველაზე დაუცველ მოქალაქეებსა და ყურადღების მიღმა დარჩენილ ინსტიტუციებზე გაკეთდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა