ეკატერინე ტიკარაძე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძე, 12 აგვისტოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს გაეცნობა.

„ღონისძიების მიზანია, ცნობადობის ამაღლების მიზნით, საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში (SESA) მიმდინარე პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. წარმოდგენილი იქნება „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები”. შეჯამდება დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები და სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისები ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს. სააგენტოს დაგეგმილი აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება, ასევე, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs). პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემდგომ განვითარებას. ღონისძიებაზე მოწვეული არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა