რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას საზარელი დანაშაული და  მასში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი

ფაქტია, რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას საზარელი დანაშაული და კანონის წინაშე მასში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმებას.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ადამიანის პირად ტრაგედიებსაა ამოფარებული.

„ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო და მხოლოდ ადამიანების პირად ტრაგედიებს არის ამოფარებული, უამრავი ცილისწამება, სპეკულაცია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვნახეთ, რასაც დღეს ერთი ბრიფინგით დაესვა წერტილი. თუმცა, ამის უკან ჩვენი სამართალდამცავებისა და ექსპერტების მუხლჩაუხრელი მუშაობა და პროფესიონალიზმი დგას. არ გამიკვირდება, თუ ეს რადიკალები, ბრალდებულების ადვოკატებთან მოკავშირეობით, კვლავ ეცდებიან ამ პროცესების დაზიანებას. თუმცა, არც ეს და არც სამართალდამცველთა დისკრედიტაცია არავის გამოუვა“, - განაცხადა იონათამიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა