მარნეულში, სოფელ წერეთელში, სადაც 14 წლის მოზარდს კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, სადაც კოვიდინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

კორონავირუსი დღეს აღნიშნულ სოფელში 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა, რომელიც ოჯახთან ერთად სვანეთში კვირიკობის დღესასწაულზე სტუმრად ჩავიდა და რამდენიმე დღით დარჩა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, "პისიარ" ტესტირება უკვე ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა მოზარდის ოჯახის წევრებს. ამ დრომდე მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოძიება და მათგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის.

ინფიცირებულის ოჯახის წევრები კი საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი.

ეთერ ლაფერაძის განცხადებით, დღეს გვიან ღამით ლაბორატორიიდან ინფიცირებული მოზარდის 18 კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგებს ელოდებიან, ხვალ დილით კი 15 ნიმუშს გადააგზავნიან. ჯამში ამ ეტაპზე 33 კონტაქტის ბიოლოგიური მასალაა აღებული კვლევისთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე