ამირან გამყრელიძე - მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე კორონავირუსზე 4000 ადამიანი იქნება გამოკვლეული

ამ კვირის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტში 4000 ადამიანი იქნება გამოკვლეული ,- ამის შესახებდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში ახალი კორონავირუსის 18 შემთხვევა დადასტურდა.

„გუშინ დაახლოებით 380-მდე ნიმუში იქნა აღებული, რომლის შედეგებიც 1 საათში იქნება. ბრიგადების რაოდენობა, ვინც ტესტებს იღებს 14-მდე გაიზარდა. სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოხდა ნიმუშების აღების მობილიზება, არსებობს მორიგეობის გრაფიკი, ბოლო მონაცემით, 900-მდე ნიმუში სწორედ ახლა იგზავნება და ნაწილდება ზუგდიდსა და ქუთაისში.

განვსაზღვრეთ სამიზნე კონტიგენტი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს. ლენჯერი თითქმის დავასრულეთ, ასევე დაბა მესტიაში, უშგულში და რამდენიმე სოფელში, დაახლოებით 4000-მდე სამიზნე გამოსაკვლევი ადამიანი გავსაზღვრეთ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა დამაკმაყოფილებელია.

„ ერთი გახლავთ საშუალო სიმძიმის ქალბატონი, დანარჩენებთან ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო