ამირან გამყრელიძე - ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ყაზბეგში ეპიდაფეთქების ლოკალიზება

ყალიბდება ახალი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან, - ამის შესახებ დაავადებათაკონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად მიმდინარეობს ლარსის საბაჟოსთან დაკავშირებული კლასტერის კონტაქტების მოკვლევა.

„დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ერთი ჩვენი ჯგუფი, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ყაზბეგშია ადგილზე, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი –განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის 14 შემთხვევიდან 5 ყაზბეგში გამოვლინდა, ვირუსი ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს