ამირან გამყრელიძე - ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა: ბატონო ამირან, თურმე კოვიდი მთებში ისვენებსო

პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფეთქებები იქნებოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიაში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია მართვადია და 20-30 ახალი შემთხვევა ჯანდაცვის სისტემისთვის არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

„პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფეთქებები იქნებოდა, რაც დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებასთან. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ტურიზმი უნდა გაიხსნას, მაგრამ ბალანსი უნდა იქნას დაცული. ყველა ახალი შემთხვევა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და შესაბამისი ღონისძიებები დროზე იქნას გატარებული”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩემმა ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა: ბატონო ამირან, თურმე კოვიდი ისვენებს მთებშიო. ყაზბეგსა და მესტიაში რომ გამოჩნდა ახალი შემთხვევები, კორონამ დასასვენებლად მთებში გადაინაცვლაო. დაემთხვა, რომ ერთი პატარა კლასტერი ჩამოგვიყალიბდა ყაზბეგში. მესტიაში კი ხედავთ, რაც გვაქვს. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა