სოზარ სუბარი - მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა, "ცხელების ცენტრში" რომ მისულიყო

მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველივე ადამიანი, რომელსაც სიცხე დაუფიქსირდა, "ცხელების ცენტრში" რომ მისულიყო ,- ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, მესტიაში კორონავირუსზე დაახლოებით 900-მდე ტესტი ჩატარდა.

„გუშინდელთან შედარებით, დღეს ორნახევარჯერ მეტი ტესტი გაკეთდა, დაახლოებით 900-მდე ავიდა. მგონი, ლენჯერი სრულად ამოვწურეთ. დარჩა რამდენიმე ოჯახი, რომელიც არ გამოცხადდა და ალბათ, მოვლენ ისინიც.

რაიონიდან დაახლოებით 300 ადამიანია გაყვანილი კარანტინში, ბევრი ადგილზე არსებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდა. ხვალისთვის იგეგმება დაახლოებით 200-მდე ადამიანის გაყვანა კარანტინში. ვფიქრობთ, კარანტინის კუთხითაც ცხელ წერტილებს ჩავაქრობთ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა მოქალაქეებს მოუწოდა, სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად გაიკეთონ ტესტირება, რათა ახალი კორონავირუსი არ გავრცელდეს.

„დღეს სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი გარკვეულ განცხადებებს, მე ვინც მომაკითხავს, არც არავინ გაბედოსო. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც იყვნენ. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დამთავრდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. რამდენად ჩქარა დასრულდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად "ცხელების ცენტრში" რომ მისულიყო.

ზუსტად არ ვიცით, დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს, მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის, ფაქტია და სავარაუდოდ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიკეთოთ ტესტირება, ამაში სახიფათო არაფერი არ არის “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს