ენტონი ფაუჩი - სერიოზულად მეეჭვება, რომ რუსებმა კორონავირუსის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას ეეჭვება, რომ რუსეთმა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცეს.

„იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს, ”- განაცხადა ფაუჩიმ ABC News-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ თუკი და როდესაც ამერიკელები მოისმენენ განცხადებებს ვაქცინის შექმნის შესახებ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, უნდა ახსოვდეთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უსაფრთხოების და ეფექტურობის გარკვეული სტანდარტები. „რუსული ვაქცინის შემქმნელებს კი ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.“

შეგახენებთ, გუშინ რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა - „სპუტნიკ -V”- ოფიციალურად დაამტკიცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა