საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასატურდა, რაც წინა დღესთან შედარებით, ორმაგი რაოდენობაა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. ყოველ დღე დაახლოებით 25 ახალი კლასტერი გვაქვს, როცა სამი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 5 იყო,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთში 5 000-ზე მეტის პირის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებებს ასევე დაავალა, რომ პირბადეების საჯარო სივრცეებში გამოყენების ვალდებულება კიდევ უფრო გაახანგრძლივონ.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან საფრანგეთში კორონავირუსის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 30 000-ს აჭარბებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა