6 თვეში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 58 მლნ ლარზე მეტი შევიდა

მიმდინარე წლის 6 თვეში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 58 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, პრივატიზაციის გეგმა 64.6%-ითაა შესრულებული.

2020 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა თანხამ 87,567,105.48 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა 58,246,065.46 ლარი. ამასთან, როგორც სააგენტოში განმარტავენ, დანარჩენი თანხები გადანაწილდა ადგილობრივ ბიუჯეტებში.

„ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართია 10,725,653.03 ლარი, რომელიც გადაირიცხება მესამე კვარტლის ბოლოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“, - აღნიშნავენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ