102 დღის შემდეგ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ქალაქი ოკლანდი 3 დღით ჩაიკეტა

102 დღის შემდეგ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ქალაქი ოკლანდი 3 დღით ჩაიკეტა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ოთხივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და ისინი ამჟამად საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ახალი ზელანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქი ოკლანდი დღეიდან 3 დღის განმავლობაში ჩაიკეტება, რა დროსაც მოსახლეობას აუცილებელი საჭიროების გარდა ქუჩაში გამოსვლა აეკრძალა.

ქალაქში სუპერმარკეტებისა და აფთიაქების გარდა სხვა დაწესებულებები დროებით დაიკეტა.

ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში სულ კორონავირუსის 1 220 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს