მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18 კონტაქტის ტესტის პასუხი  უარყოფითია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18 კონტაქტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, დღეს ლაბორატორიაში კიდევ 15 კონტაქტის ბიოლოგიურ ნიმუშს გამოიკვლევენ

,,გუშინ გამოსაკვლევად 18 კონტაქტის ბიოლოგიურ მასალა იქნა გაგზავნილი და მათგან არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს კიდევ 15-ის გამოკვლევა მოხდება. ინფიცირებული მოზარდის ოჯახის წევრები საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი, დანარჩენი 33 კონტაქტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ,“კოვიდ 19“ გუშინ დაუდასტურდა, „მესტიის კლასტერს“ მიეკუთვნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა