გიორგი გახარია - გილოცავთ დიდგორობას, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი

გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,12 აგვისტოს დიდგორობაა და რა თქმა უნდა, თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორია, ეს არის ყოველდღიურობა.

„ამის ძალიან კარგი მაგალითია 11 აგვისტოც, როდესაც ჩვენ შინდისის გმირებს ვიხსენებდით. ასეა ჩვენი ცხოვრება, ამ ქვეყნის ცხოვრება, ყოველთვის თავდადება, ბრძოლა. სამწუხაროდ, წელს ვერ აღვნიშნავთ ამ სახალხო დღესასწაულს პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორიული დღე, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის, ყოველდღიურობის და გმირობის დამადასტურებელი ფაქტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა