კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ლენჯერის თემში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლენჯერში დაფიქსირებულ შემთხვევებთან კავშირში მყოფი და უშუალოდ ლენჯერში დადასტურებულია მთლიანობაში 30 შემთხვევა.

„აქედან 5 დადასტურდა უკვე თბილისში მყოფ ოჯახის წევრებში, ნათესავებში. დანარჩენი არის თვითონ სვანეთში დადასტურებული. 400-ზე მეტი ტესტი იქნა ჩატარებული გუშინ და იქიდან დღეს 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

გუშინ აღებული ტესტებიდან 600-მდე ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები, 400-ზე მეტი ტესტი ჩატანილია ზუგდიდში და დაწყებულია ანალიზი. ჯამში გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს. გუშინ 4 სოფელში იყო, დღეს კიდევ გაფართოვდება არეალი გამოკვლევების, მესტიის რაიონში“, - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს