ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის კუთხით დეტალურად არის გაწერილი, ის მიემართება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ლაბორატორიული სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირებების შესაძლებლობის გაძლიერებას ქვეყანაში და ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების გაძლიერებას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კოვიდპანდემიის მართვაში, რადგან ჩვენ უკვე ველოდებით გაზრდილ მონაცემებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების რვა პროგრამა შეათანხმა. საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებსა და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა