“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით,  სოფელ დვაბზუში წისქვილი აშენდა

„საქართველოს ბანკი” მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას რეგიონებშიც განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, შპს „გურიელმა“ გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი ააშენა.

ბანკის ინფორმაციით, წისქვილი თვეში 10 ტონამდე მარცვლეულს ამუშავებს და შემდგომ რეალიზაციას უწევს გადამუშავებულ პროდუქციას. კომპანია აქამდეც ახდენდა ფქვილის რეალიზაციას, თუმცა მას არ ჰქონდა საკუთარი წისქვილი და სხვა წისქვილების მომსახურებით სარგებლობდა. ბიზნესის განვითარების მიზნით შპს „გურიელმა“ ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც ბანკმა სრული მხარდაჭერა გაუწია. ინვესტიციის მოცულობამ 45 000 ლარს მიაღწია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 5 ადამიანი.

„საქართველოს ბანკი“ პასუხისმგებლობით ეკიდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკი მუდმივად მზად არის წაახალისოს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები. სწორედ ასეთია შპს გურიელი, რომელიც არ ჩერდება და ცდილობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შექმნას. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის რეგიონებში წახალისება და ამ მიზნით ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა