კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, 43 წლის ქალი სოფელ ყარაჯალარიდანაა.

,,პაციენტს 4 დღის წინ ჩაუტარდა პისიარ ტესტირება „კოვიდ 19“- ზე და პასუხი უარყოფითი იყო. კლინიკაში შემოყვანისას, მას ხელზე წყლული ჰქონდა და ტემპერატურა, ამიტომ, თავდაპირველად სხვა დაავადებაზე მივიტანეთ ეჭვი, თუმცა ,,პისიარ“ ტესტირება ხელმეორედ მაინც ჩავუტარეთ, რადგან ტემპერატურა ჰქონდა. ტესტის პასუხი ამჯერად დადებითია კორონავირუსზე. პაციენტი უკვე გადაყვანილია კოვიდმიმღებ კლინიკაში“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

დღეისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსით ინფიცირების 47 დადასტურებული შემთხვევაა. სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 24 ივლისიდან 10 აგვისტომდე მოქმედებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა