სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„მალხაზ ურთქმელიძე სამხედრო ჰოსპიტალის უფროსად თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 10 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. წლების განმავლობაში მალხაზ ურთქმელიძე შსს სამედიცინო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. სპეციალობით არის ექიმი-მკურნალი/ქირურგი. აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის",-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს