თამაზ გაიაშვილი "ლელოს" შეუერთდა

„ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებას ბიზნესმენი, ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რისთვისაც მან თამაზ გაიაშვილს მადლობა გადაუხადა.

„დღეს გვინდა „ლელოს“ გაძლიერების შესახებ განვაცხადოთ. დღეს ჩვენ გვიერთდება საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნლოგიურ საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ, გაიარა ყველა ის სიმძიმე, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს ადამიანი გახლავთ თამაზ გაიაშვილი. მინდა მივესალმო ბატონ თამაზს, მადლობა გადავუხადო მას გადაწყვეტილების გამო. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად ვაცნობიერებთ ჩვენი საუბრებით, შეხვედრებით არა მარტო თამაზ გაიაშილთან, არამედ ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება, რომ შემოეურთდეს პარტია „ლელო საქართველოსთვის“, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ თამაზ გაიაშვილი აფხაზეთის ომის დროს იყო ის ადამიანი, რომელმაც განახორციელა 120 ფრენა აფხაზეთის მიმართულებით და გამოიყვანა ჩვენი დევნილები, თანამოქალაქეები, ჯარისკაცები და თავისი სიცოცხლის ფასად პრაქტიკულად ახორციელებდა ამ მნიშვნელოვან მისიას. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამისთვის მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ