თამაზ გაიაშვილი - იმედი დავკარგე - ჩვენი მთავარი მესიჯია: არა წადით,  არამედ მოდით, ჩვენთან გაერთიანდით

ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის განცხადებით, მისთვის პოლიტიკაში მოსვლა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა იმედების გაცრუების შემდეგ, „ლელო საქართველოსთვის“ რიგებში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

„რასაკვირველია, დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო. ჩემთვის, ასევე ჩემი მეგობრებისთვის პოლიტიკაში ჩართვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა. კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღგენა და მთელი რიგი საკითხები. მე იმედი დავკარგე“,- განაცხადა გაიაშვილმა.

ბიზნესმენის განმარტებით, მათი მიზანია, რომ მომავალ თაობებს ბედნიერი საქართველო დაუტოვონ.

„5 შვილი ჰყავს მამუკა ხაზარაძეს, 6 შვილი მყავს მე, 3 ბადრი ჯაფარიძეს და ძალიან გვაწუხებს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. აქედან გამომდინარე, მეტი გზა არ გვქონდა დარჩენილი, რომ ჩვენი ქვეყნის ბედზე გვეზრუნა. ჩვენი მთავარი მესიჯია- არა წადით, არამედ მოდით, ჩვენთან გაერთიანდით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო“,-განაცხადა გაიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის" ბიზნესმენი, ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ