თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„დღეს ბათუმი მასპინძლობს მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ფორუმს. როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობებს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფორუმი აჭარისა და გურიის რეგიონებს აერთიანებს და მისი მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა.

„ფორუმის ფარგლებში აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს, UNICEF საქართველოს, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„დღეს ბათუმი მასპინძლობს მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ფორუმს. როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობებს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფორუმი აჭარისა და გურიის რეგიონებს აერთიანებს და მისი მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა.

„ფორუმის ფარგლებში აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს, UNICEF საქართველოს, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო