თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება

ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია ოქტომბერში დაასრულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მრიცხველების მოწყობა. თელავში წლებია წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

მათივე ცნობით, უკვე შესრულებულ სამუშაოებს წყლამომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ადგილზე გაეცნო.

,,თელავში ამჟამად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და მოსახლოების გამრიცხველიანება. დაახლეობით 4000-მდე მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს. ასევე, ეწყობა ჭაბურღილები. პირველი ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ტესტირება. შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელების შემდგომ, ჩვენ მივიღებთ გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას თელავის მოსახლეობისათვის. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი, რომელიც გულისხმობს თელავის წყალმომარაგებას ,,წიწმატიანი’’- დან და ასევე, იგეგმება მიმდინარე წელს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ახალი პროექტის დაწყება, რაც თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის კეთდება“- განაცხადა თელავში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო