გერმანიაში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო 3 თვეში, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

გერმანიაში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო 3 თვეში, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია და მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ცხადია, თუკი სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შესაძლოა, გარკვეულ დინამიკამდე მივიდეთ“, - აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, აუცილია პირბადეების გამოყენება, ფიზიკური დისტანციის დაცვა და სოციალურ გარემოში მჭიდრო კონტაქტის თავიდან აცილება.

ცნობისათვის, რობეტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, გერმანიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 218 519 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 207 ადამიანი გარდაცვლილია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა