თორნიკე რიჟვაძე - უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე აჭარიდან დარეგისტრირდა 42 300 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 23 806 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით.

,,როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებშიც პანდემია ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავუშვებთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს დიდი მასშტაბური გადინებები მოქალაქეების. იმედი მაქვს ყველა გაგებით მოეკიდება ამას. ჩვენ ასევე, გავაგრძელებთ მათ კომპენსირებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

თვითდასაქმებულები, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია და ამ ეტაპზე ჯერ არ მიუღიათ კომპენსაცია, დახმარებას მომავალ კვირას მიიღებენ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს