ანონსი  13 აგვისტო

13 აგვისტოს, 10:30 საათზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიშსა და რეკომენდაციებს წარადგენს.

თემა: არსებობს ალბათობა, რომ საარჩევნოდ მმართველმა პარტიამ კორონავირუსის თემით მანიპულირება მოახდინოს და შექმნას არათანაბარი პირობები პოლიტიკურ პარტიებისთვის.

მის: „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ოფისი. ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8, მე-9 სართული.

13 აგვისტოს, 11:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები" ფიქრია ჩიხრაძე და გრიგოლ გეგელია ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ახალი გზავნილები დასავლეთიდან.

მის: სადგურის მოედანი #2

საკონტაქტო: 577624445

13 აგვისტოს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

13 აგვისტოს, 11:00 საათზე, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე და „გორგიას“ მიერ დაზარალებული დასაქმებულები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: პადემიის პერიოდში თანამშრომლები დისტანციურად ამუშავეს, შემდეგ კი ყველანი სამსახურებიდან გაათავისუფლეს - დაზარალებულთა მოთხოვნები და სამართლებრივი ბრძოლა.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

13 აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი IRI-ის კვლევის თემაზე ბრიფინგს გამართავს.

მის: პ/გ - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ოფისი, სობჩაკის ქ. N3

საკონტაქტო: ლელა გიორგაძე - 591949545

13 აგვისტოს, 14:00 საათზე , ლელა გულედანი, "არჩევანი სამშობლოსათვის" თავმჯდომარე დევნილთა განსახლების სააგენტოსთან აქციას გამართავს

ტელ: ლელა გულედანი - 599939563

13 აგვისტოს, 15:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისი" ონლაინ დისკუსიას თემაზე: „პანდემიური და პოსტ-პანდემიური ონლაინ განათლების შესაძლებლობები და გამოწვევები“ გამართავს. https://www.facebook.com/GeocaseGeo/

ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი; თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ზურაბ ხონელიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე; კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია. „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე ონლაინ განხილვას მოდერატორობას გაუწევს.

საკონტაქტო: ნანა მაღრაძე - 599 716019

13 აგვისტოს, 16:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე ბრიფინგს გამართავენ.

მის: სადგურის მოედანი #2

საკონტაქტო: 577 62 44 45

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა