სალომე სამადაშვილი - IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციას ძალიან მაღალი შანსები აქვს, გაერთიანებული ძალებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაამარცხოს

ოპოზიციას, გაერთიანებული ძალებით აქვს მაღალი შანსი, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაამარცხოს , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის შედეგები შეაფასა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის შედეგები გამორიცხავს ნებისმიერ სცენარს, რომლითაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევა აჩვენებს, რომ თუ არჩევნების შემდგომ, ოპოზიციას კოალიციური გაერთიანება დასჭირდება, მთავარი მოთამაშე ამ კოალიციურ გაერთიანებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.

ამასთან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევა ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ ოპოზიციას ჯამში აქვს ძალიან მაღალი შანსები და ალბათობა იმის, რომ გაერთიანებული ძალებით დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია. ეს საკმაოდ მყარად არის გარანტირებული ამ კვლევით.

მმართველ პარტიას, რომელსაც ტრადიციულად გამოკითხვებში საგრძნობლად მაღალი შედეგები აქვს ხოლმე, ვიდრე რეალური მხარდაჭერა, ამ კვლევითაც კი მხოლოდ მოსახლეობის 33 % უჭერს მხარს, ეს ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ სცენარს, რომელშიც „ქართული ოცნება“ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის