მამუკა ხაზარაძე - მაჟორიტარობის 25 კანდიდატი დავასახელეთ, 5-ზე მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში წარვადგენთ

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხუთ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარების კანდიდატებზე მსჯელობა კვლავაც მიმდინარეობს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პარტიას 40 ათასზე მეტი რეგისტრირებული მხარდამჭერი და პარტიის წევრი ჰყავს.

“როგორც იცით, ჩავატარეთ მხარდამჭერების შიდა გამოკითხვა. დაახლოებით, ერთი თვის წინ დავიწყეთ ეს კამპანია, რომელშიც ათასობით ჩვენი მომხრე ჩაერთო. დღეს ჩვენ 40 ათასზე მეტი რეგისტრირებული მხარდამჭერი და პარტიის წევრი გვყავს. 25 დავასახელეთ იმიტომ, რომ დარჩენილ ხუთზე კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ კანდიდატურას საზოგადოებას”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, “ლელო” ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მონაწილე არ ყოფილა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.

„ “ლელოს” პირველივე დღიდან ჰქონდა გაცხადებული, რომ შევდივართ ბრძოლაში დამოუკიდებლად, არჩევნებში შევდივართ დამოუკიდებლად. არასდროს არ მიგვიღია მონაწილეობა ადგილების განაწილებაში და შესაბამისად, დავაყენეთ ყველა ოლქში. არ ვყოფილვართ მოლაპარაკების მხარე და დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, რომელიც საბურთალოს ოლქში წარადგინეს, ხაზარაძემ განაცხადა, რომ სადაც არ უნდა დაეყენებინათ, “საბურთალო იქნებოდა, ვაკე თუ ნებისმიერი ადგილი, ბადრი ჯაფარიძე ყველა ოლქში მოიგებს”.

“მას კონკურენტი არ ყავს”, - აცხადებს ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა