ამირან გამყრელიძე - ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც ბევრი კონტაქტი არ ჰქონიათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყაზბეგში კორონავირუსის შემთხვევების გარკვეული მატება არის, თუმცა მათი კონტაქტები იდენტიფიცირებულია.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი.

„სამი სოფელია, სადაც ინფიცირებული, საზღვარზე მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელები ადგილობრივები იყვნენ, სტეფანწმინდიდან და კიდევ ორი სოფლიდან. ამ ორი სოფლის ინტენსიური თერმოსკრინინგი დაიწყო. ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტი არ ჰქონიათ ბევრი, ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მათი ტესტირება მოხდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა