კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა. ინფიცირებულ მამაკაცებს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ერთ - ერთი საერთაშორისო გადაზიდვების სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მეორე კი თურქეთში დასაქმებული იყო. ისინი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ.

ბათუმის რესპუბლიკირ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.