საქსტატი - 7 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 16.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 17.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 16.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 17.9 პროცენტით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარი (17.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივლისში 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა