BAG - ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5% საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებას უნდა გამოეწვია.

"კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. შესაბამისად, ხელისშემშლელი ფაქტორები კომპანიებმა სექტორების მიხედვით განსხვავებული სიმწვავით დაასახელეს; კერძოდ, როგორც ჩანს, ყოველდღიური ოპერირებისას ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობა მეტად აწუხებთ მშენებლობისა და მომსახურების სექტორში, რომელთა არსებობას ამ სექტორში წარმოდგენილი BAG წევრი კომპანიების 85.7% (მომსახურება) და 86.4% (მშენებლობა) ასახელებს.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ განსხვავებული სექტორების მიხედვით კომპანიების პრობლემატიკა განსხვავებულ რანჟირებით გადანაწილდა, კერძოდ, თუკი მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში მთავარი პრობლემა მომხმარებლემის მხრიდან მოთხოვნის სიმცირე სახელდება, მშენებლობის სექტორისთვის მთავარი დაბრკოლება შეზღუდული ფინანსური რესურსებია, ხოლო მრეწველობაში ჩართული BAG წევრი ყველა კომპანია უპირველეს დაბრკოლებად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის მოთხოვნის სიმცირე მწვავე პრობლემად არ სახელდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის მთავარი პრობლემად მათ მიერ ბაზარზე მიწოდებული საქონლსა და სერვისზე შემცირებული მოთხოვნა იქცა, რასაც პირველ კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 70% ასახელებდა. მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა, თუმცა კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება.

BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2019 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრისა და ინვესტიციების შესახებ. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და იგი საზოგადოებას აცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და ბიზნესის მოლოდინს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა