ახალგაზრდობის სააგენტომ, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრთან ერთად, ბათუმში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლი გახსნა

ახალგაზრდობის სააგენტომ, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრთან ერთად, ბათუმში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლი გახსნა

ახალგაზრდობის სააგენტომ, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრთან ერთად, ბათუმში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმმა აჭარისა და გურიის რეგიონები გააერთიანა, ხსენებული ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა.

ფორუმებზე სააგენტომ ,,სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“ - ის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერსია წარადგინა, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე 100–მდე ახალგაზრდა თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილდა რეკომენდაციების შესამუშავებლად. ამ პროცესში ახლად დაკომპექტებული „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოც“ ჩაერთო.

ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებულ რეკომენდაციებს ახალგაზრდობის სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისწინებს.

„ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფორუმის ფარგლებში UNFPA–მ პარალელური ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამართა, სადაც ამავე სახელწოდების მულტიმედია პროექტი იქნება წარმოდგენილი ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და ForSet-ის ავტორობით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.