მარნეულში, სოფელ წერეთელში კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 15 კონტაქტის ტესტის პასუხი უარყოფითია

მარნეულში, სოფელ წერეთელში კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 15 კონტაქტის ტესტის პასუხი უარყოფითია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 15 კონტაქტის „პისიარ“ ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განუცხადა.

„გუშინწინ გამოსაკვლევად 18 კონტაქტის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, გუშინ კიდევ 15 კონტაქტის, მათგან საბედნიეროდ არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ჯამში გამოკვლეული იქნა 33 კონტაქტი, „პისიარ“ ტესტირების შედეგად „კოვიდ 19“ არცერთს არ დაუდასტურდა. ოჯახის წევრები საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან, დანარჩენი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც „კოვიდ 19“ 2 დღის წინ დაუდასტურდა, „მესტიის კლასტერს“ მიეკუთვნება.