გიორგი კანდელაკი - თუ სოზარ სუბარს შეუძლია ჩაიტაროს ტესტი, რა დააშავეს კარანტინში გადაყვანილმა მოქალაქეებმა?

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მაშინ როცა მესტიაში მყოფი მოქალაქეები იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, სოზარ სუბარის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება უსამართლო და გაუგებარია.

„მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე ცოტა ხნის წინ, როცა გაუმწვანებელი ქვეყნიდან შემოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ ტესტი ჩაიტარა, ხოლო გამწვანებული, ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა მაინც დისკრიმინაციული კარანტინის გავლას აიძულებს. ეს რეგულაცია იმდენად აბსურდულია, რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ შეტანილ ამ უსამართლობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი სარჩლების განხილვას სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს.

თუკი სოზარ სუბარს შეუძლია გაიკეთოს ტესტი, რატომ არ შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, ვინც ასევე იმყოფებოდნენ მესტიაში. ან რატომ არ შეიძლება რომ ამ მოქალაქეებს ჩაუტარდეთ რეგულარული ტესტები და მათ მიმართ იყოს იგივე მიდგომა რაც ბიზნეს ვიზიტორების მიმართ რომლებიც თავსდებიან 24 საათიან კარანტინში ტესტის პასუხამდე?“-განაცხადა კანდელაკმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი კანდელაკის თქმით, თუ სოზარ სუბარს შეუძლია ჩაიტაროს ტესტი, რა დააშავეს კარანტინში გადაყვანილმა მოქალაქეებმა?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა