ათეა რეგიონებში გენდერული თანასწორობის ევროპული ქარტიის ადვოკატირების პროცესს განაგრძობს

ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ათეა-დან აცნობეს, ღონისძიებებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა და მასში იმერეთის, გურიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორები, თორნიკე ნადირაშვილი და ლაშა არჩვაძე იღებდნენ მონაწილეობას. როგორც ნათია ღვინაშვილმა განმარტა, აღნიშნული შეხვედრები პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში იმართება და რეგიონებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელების მიზანს ემსახურება. ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნული მიმართულებით, ასოციაციის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. „აღსანიშნავია, რომ შეხვედრებში მონაწილე მუნიციპალიტეტებიდან, ევროპულ ქარტიას, რამდენიმე თვის წინ ოზურგეთისა და ქუთაისის თვითმმართველობები შეუერთდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებისთვის პრეზენტაციის სახით თანასწორობის სამოქმედო გეგმა და მასში განსაზღვრული პრიორიტეტები წარმოადგინეს. ღონისძიებებზე, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს

ნათია ღვინაშვილის განმარტებით, პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროექტი, რომელიც ათეა-ში გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებასა და ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას გულისხმობს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს",-აღნიშნულია ათეა-ს მიერ გავრცელებულ ინფომრაციაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს