საქართველოში უკრაინის ელჩი - მოხარული ვარ იმის გაგებით, რომ სექტემბერში ქუთაისში ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა გაიმართება

ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი მოგზაურობა თბილისის გარეთ, კარანტინის შემდეგ, სწორედ აქ, ქუთაისში მოხდა”,- ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა

ელჩის განცხადებით, ის მოხარულია იმ ფაქტით, რომ სექტემბერში ქუთაისში ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება.

„ჩვენ, ყველას გვაქვს რთული პერიოდი და განსაცდელი, რაც ახალ უბედურებას - ახალ ინფექციას უკავშირდება, რომელმაც შეცვალა მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოს ცხოვრებაც. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი მოგზაურობა თბილისის გარეთ, კარანტინის შემდეგ, სწორედ აქ, ქუთაისში მოხდა. დიდი რეგიონი, დიდი ქალაქი ტრადიციებით და დიდი კავშირებითი ჩემს უკრაინასა და უკრაინელებთან.

მადლობელი ვარ გუბერნატორის, რომ ამ საუბრის განმავლობაში განვიხილეთ არა მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი და არა მხოლოდ საკითხი, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ბიზნესი ამ რთულ დროს და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას, არამედ განვითარების პერსპექტივებიც: რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რა მიმართულებით და სად არის ეს მიმართულებები, რომელიც ხალხების გაერთიანებას გააგრძელებს.

მოხარული ვარ იმის გაგებით, რომ სექტემბერში ქუთაისში გაიმართება ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისკენ და ახალი განათლებისკენ და აქაც ბევრია ის, რაც ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ.

მე ვიქნები იმერეთში დღეს და ხვალ, რა თქმა უნდა, შევეცდები, ვნახო როგორ ხდება რეგიონში ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა და სად შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება”,- განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა