ანონსი 14 აგვისტო

14 აგვისტოს, 10:00 საათზე, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

14 აგვისტოს, 11:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ქართული ოცნების“ ტერორის მეთოდები საარჩევნო კამპანიის დროს.

მის: კოსტავას ქ. N 19

საკონტაქტო:599437403

14 აგვისტოს, ‪11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: დ.უზნაძის 52

14 აგვისტოს, 11:30 საათზე, რაგბის კავშირი ფედერაციაში შემავალი კლუბების ხელმძღვანელი პირების პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ფინანსური კრიზის გამო, კლუბები ფინანსების გარეშე არიან დარჩენილი

მის: ჭაბუა ამირეჯიბის N 6

14 აგვისტოს,12:00 საათზე, თბილისის ზღვაზე ავშნიანის ტერიტორიაზე (რესტორან კარალევასთან) დაზარალებული მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლებიც ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღდგეს მშენებლობის ნებართვა მათ საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და მერიამ შეასრულოს 8 ივლისს გაცემული დაპირება.

საკონტაკტო: მამუკა სოიტაშვილი - 555125588 ; მედეა მჭედლიშვილი - 599 625 775

14 აგვისტოს, 13:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს

თემა: კორუფცია

მის: ქეთევან წამებულის 47

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია-555 602 634

14 აგვისტოს, 15:15 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარუდგენს. წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან

საკონტაქტო: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

14 აგვისტოს, 16:45 საათზე, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს დედოფლისწყაროს მოსახლეობას წარუდგენენ.

საკონტაქტო: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

14 აგვისტოს,17:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ლანა გალდავა, გიორგი კანაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: 28 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან და „ლელო საქართველოსთვის” ინიციატივა ომის ვეტერანთა მიმართულებით.

მის: სადგურის მოედანი #2

საკონტაქტო: 577624445

14 აგვისტოს, 18:30 საათზე, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

14 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმში, პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება" გაიმართება. ღონისძიების სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე („საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ტრენერი), რევაზ კოპალაძე (Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი) და ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ბლოგერი). ღონისძიებაზე გაიმართება მარკ მენსონის წიგნის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პრეზენტაცია.

მის: სასტუმრო "შერატონში" (რუსთაველის #28)

14 აგვისტოს, 19:00 საათზე, "არჩევანი სამშობლოსათვის" თავმჯდომარე, ლელა გულედანი სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: გმირთა მოედანი

საკონტაქტო: ქრისტინა კიკალიშვილი - 557494724

14 აგვისტოს, 20:00 საათზე, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს გურჯაანში წარადგენს.

საკონტაქტო: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს