ვასილ მამულაშვილი - არჩილ გაგნიძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაირღვა მისი უფლება, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდ საქმეში სხვა ადვოკატი ჩართეს

არჩილ გაგნიძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშა, რომ დაირღვა მისი უფლება, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდსაქმეში სხვა ადვოკატი ჩართეს, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, სხდომაზე შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებითაც დააყენეს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„შუამდგომლობა ასევე, იყო აცილებასთან დაკავშირებით დაყენებული, რაზეც სასამართლომ გვითხრა, რომ ეს ადვოკატიც ჩვენი ნების საწინაამღდეგოთ დარჩება საქმეში, საქმის არასებითი გამხილვის მთელ პერიოდშიც, რაც სრული აბსურდი და უკანონობაა, ამ ნაწილში ყველანაირი უფლება დაირღვა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ უფლებების დარღვევას გენინსპექციას არ შეაფასებინებს, თუმცა მას ამის უფლება არ ქონდა, რადგან საჩივარზე ის არ არის განმხილველი. როდესაც ადვოკატი მიუთითებს შესაძლო უფლებების დარღვევაზე ის ვალდებულია ასახოს განჩინებაში და უკვე შემდგომშო სხვა ორგანომ შეფასოს იყო თუ არა უფლებების დარღვევა. საქმის წინასამართლო სხდომის განხილვამდე სასამართლომ მოგცა ერთი კვირა, რომ შესაძლო მტკიცებულებები მოვიპოვოთ და არცერთი ადვოკატის პოზიცია არ გაითვალისწინა, რომ ეს ვადა არ იყო საკმარისი საქმის მოსამზადებლად“, - აღნიშნა არჩილ მამულაშვილმა.

ცნობისთვის, შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა