თორნიკე რიჟვაძე - ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ შემდეგ წელსაც, ხალხთან ერთად, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატების გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატების პირველივე ტურში გამარჯვებაში.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას დიდ გამბედაობა სჭირდება.

„ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება ბევრ და დიდ გამბედაობას მოითხოვს. არ ვიცი რამდენად აქვთ ეს გამბედაობა ჩვენს ოპონენტებს. ამავე დროს, გამარჯვების შემდეგ, ეს არის ყოველდღიური შრომა.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე ტურში ვგეგმავთ ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას. ის შედეგები, მათ შორის მოსახლეობის მხრიდან ის კონკრეტული საკითხები, რომელიც არის წამოჭრილი, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მათთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ის ნდობა, რომელიც გვაქვს თუნდაც დღეს, გამყარებული იქნება და ამ ყველაფერს გამოაჩენს არჩევნები. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერს გადაწყვეტს ბათუმი და ბათუმელები" , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლევან ვარშალომიძის ბათუმში შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა - „ალბათ ეგ იმ სერიიდან არის სააკაშვილი რომ ჩამოდის და პრემიერ-მინისტრი ხდება".

ამასთან, თორნიკე რიჟვაძე დასძენს, რომ სჯერა, შემდეგ წელსაც ხალხთან ერთად გააგრძელებს მუშაობას და ქვეყნის განვითარებას.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, გვექნება აქტიური კამპანია და ქართველი ხალხი, კიდევ ერთხელ, 31 ოქტომბერს გადაწყვეტს ვის ეკუთვნის მათი ნდობა, მათი ხმა. მე ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ შემდეგ წელსაც ხალხთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას და აღმშენებლობას" , - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა