სამინისტროს ინფორმაციით, მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეო ნათსი“ იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ხანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თხილის ჩაბარების პროცესს და თხილის ლაბორატორიული კვლევების შედეგებს გაეცნო.

დღეისათვის, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში უკვე ჩაბარებულია მოსავლის პირველი პარტია, რომელიც უახლოეს დღეებში ექსპორტზე გავა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერთა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თხილის მოსავლის პირველი პარტია, გატეხილი თხილის გულის სახით, ამ დღეებში გერმანიაში გაიგზავნება ექსპორტზე. თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ცნობისთვის, წელს 50-55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა