თორნიკე რიჟვაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე - ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევას ეხმაურება.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის აჭარის წარმომადგენლობას არ ენდობა.

თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აჭარაში არცერთი კომპანია პრივილეგირებული ან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ არის. მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებობს.

"ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან“, - განაცხადა რიჟვაძემ და დასძინა, რომ ამ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ენდობა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აჭარის მთავრობას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მოუწოდებს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა