,,ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში სკრინინგის  უფასო აქცია გაიმართა

,,ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში ეროვნული სკრინინგის მედპერსონალის ჩართულობით და ორგანიზებით, სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა. საგარეჯოში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ აქციის ფარგლებში ხელმისაწვდომი იყო სკრინინგ ცენტრის უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილის მეშვეობით, ძუძუს უფასო სკრინინგი. ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ბაზაზე კი პარალელურად, საშუალება ჰქონდათ დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევებიც მიეღოთ.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ჯიქიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კერძო კომპანიების მხრიდან მსგავსი აქტივობები, რაც რეგიონში, ადგილობრივი მოსახლეობის მაღალტექნოლოგიურ აპარატურაზე და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის. ადგილზე იმყოფებოდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სკრინინგის უფასო აქციაში აქტიური მხარდაჭერა და გაწეული უფასო სამედიცინო მომსახურება კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მოსახლეობის საინფორმაციო კამპანიაში და საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.

ორი დღის განმავლობაში უფასო სკრინინგით სარგებლობა 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებმა შეძლეს. საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე 25–დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის უფასოდ იყო ხელმისაწვდომი.

,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი და ეროვნული სკრინინ ცენტრი უკვე მეორე თვეა მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ფართომაშტაბიან უფასო კვლევებს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა