რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა. რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გორგასლიძის გადაწყვეტილება გაჟღერდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გორგასლიძემ ათი დღის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გოჩა სვანიძე შეცვალა.

მისი მოვალეობა მომავალ არჩევნებამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება) უნდა შეესრულებინა, თუმცა გორგასლიძე თანამდებობიდან გადადგა. ამასთან, დღეს საქართველოს სარაგბო კლუბებმა განაცხადეს, რომ მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე არიან და სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა