აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს №3 სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. პირველი თემა ეხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020- 2021 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებების განხილვას და დამტკიცებას, ხოლო მეორე ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობაზე ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ განცხადების განხილვას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ასევე დამტკიცდა 2020 -2021 წლების სამოქმედო გეგმით შესასრულებელი ვადლებულებები და გაიწერა შესრულების თარიღები.

„სამოქმედო გეგმაში შესული ინიციატივები ითვალისწინებს საბჭოს საქმიანობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დანერგვას და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აჭარის უმაღლეს საბჭოში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის შექმნა, საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების დანერგვა, საბჭოსა და მისი კომიტეტების ყოველწლიური სამოქმედო გეგმებისა და ანგარიშების საზოგადოებისათვის წარდგენა

მეორე საკითხთან დაკავშირებით საბჭომ წევრებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ა(ა) იპ „მწვანე სექტორის“ ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ეხებოდა.

სხდომას უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა